ჩვენ შესახებ

  • სამაუწყებლო სატრანზიტო ქსელის ოპერატორი „ტვ სარფი“ წარმოადგენს ციფრულ საკაბელო ტელევიზიას საქართველოს ტერიტორიაზე.
  • კომპანია შეიქმნა 2015 წლის მარტში, რომელიც 2018 წლის ივლისიდან აქტიურად შემოვიდა სატელევიზიო სერვისების ბაზარზე. ამავე პერიოდიდან ემსახურება თბილისისა და რუსთავის მოსახლებას სატელევიზიო ციფრული სიგნალით. დღეს კომპანია არის ლიცენზირებული ოპერატორი და ექვემდებარება რეგულირებას „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ მხრიდან. იგი დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრებით.
  • შპს „ტვ სარფი“ სატელევიზიო მომსახურების სფეროში მაუწყებლობს „აიეტის“ ბრენდით.
  • კომპანიის მიზანია იყოს ყველაზე ხელმისაწვდომი სატელევიზიო სერვისების ოპერატორი საქართველოში, ტერიტორიის სრული დაფარვით, მაღალი ხარისხის ჩვენებით და სატელევიზიო არხების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანით.