|
რა არის აიეტი?
ქართულ-ამრიკული კომპანია ”აიეტი” საკაბელო
სატელიტური ტელევიზია, რომელიც 1993 წლიდან ფუნქციონირებს.
აიეტის პარტნიორი კომპანია
Metromedia-ს
ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 50 მილიონამდე დოლარი შეადგინა,
კომპანიის მონაწილეობით დაფუძვნდა ”მაგთიკომი”, ”პეიჯინგ-1”, რადიოები
”ფორტუნა” და ”ფორტუნა+”, ”საქართველოს ტელეკომი” და სხვა.
რატომ აირჩია მაყურებელმა აიეტი?
დღეს
აიეტის საკაბელო ქსელი დედაქალაქის მაცხოვრებელ საშუალებას აძლევს არა
მარტო უყუროს მსოფლიოს საუკეთესო
არხებს,
არამედ კომპიუტერის საშუალებით მაღალი სიჩქარით ჩაერთოს ინტერნეტის
გლობალურ ქსელში.
რას ვუყუროთ
აიეტის საშუალებით?
თბილისსა და მის შემოგარენში მცხოვრებთ
აიეტი სთავაზობს მსოფლიოს 50-მდე საუკეთესო თანამგზავრულ არხს, მათ შორის:
-
ყველა ქართულ არხს;
-
საუკეთესო რუსულ არხებს;
-
პოპულარულ ევროპულ და ამერიკულ
არხებს;
-
ახალ არხს - გასართობ და
ფილმების არხს;
-
საინტერესო საბავშვო არხებს.
რომელთა ნახვა
შეიძლება როგორც
საკაბელო, ასევე
ინდივიდუალური
სისტემის საშუალებით.
პროგრამის
მრავალფეროვნება ნებისმიერი ადამიანის გემოვნებასა და მოთხოვნილებას
დააკმაყოფილებს. აბონენტებს სურვილის მიხედვით შესაძლებლობა აქვთ:
-
გაეცნონ პლანეტის ახალ ამბებს;
-
მოუსმინონ საუკეთესო მუსიკალურ კლიპებს;
-
უყურონ კინომატოგრაფიის შედევრებს;
-
ასიამოვნონ ბავშვები მულტფილმებითა და საბავშვო
პროგრამებით;
-
ცოცხალ ეთერში უყურონ მნიშვნელოვან სპორტულ
ასპარეზობებს;
-
თვალყური ადევნონ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.
როგორ
გვემსახურება აიეტი?
აიეტი თავის მთავარ ამოცანად
ისახავს აბონენტთა სურვილების გათვალისწინებას, მათთვის მრავალმხრივი
მომსახურების და საუკეთესო სერვისის უზრუნველყობას.
დღე-ღამი
ნებისმიერ დროს აკრიფეთ 90 10 ან 90 10 11 და თქვენ მოგემსახურებიან ჩვენი
ოპერატორები. აიეტი ერთადერთი საკაბელო ტელევიზიაა, სადაც აბონენტთა 24
საათიანი მომსახურების განყოფილება ფუნქციონირებს.
შეკვეთის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში
მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები დაგიმონტაჟებენ აიეტის ქსლეს და
საჭიროების შემთხვევაში სწრაფად აღმოფხვრიან დაზიანებას.
საუკეთესო თანამედროვე უცხოური აპარატურის ტექნიკური
საშუალებების სათანადო ხარისხის და მომსახურე პერსონალის მაღალი
კვალიფიკაცია კი უზრუნველყოფს:
-
აბონენტთათვის მაქსიმალურ კომფორტს;
-
გამოსახულების ხარისხსა და მაქსიმალურ საიმედოობას;
-
24 საათიანი მომსახურების სერვისს;
-
სააბონენტო ანგარიშსწორების პროცესს ამარტივებს
ქალაქის სხვადასხვა რეგიონებში არსებული
მომსახურების პუნქტები.
|